ფეხბურთი

21:00 | 8.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია პოლონურ გუნდში გადავიდა

ვაკო გვილიას უგუნდო პერიოდი დასრულდა. 29 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი პოლონურ „პიასტთან“ გააფორმა.

ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. გვილია ბოლოს „რაკუვის“ წევრი იყო, მას მერე კი 18 თვე იუქმა. ბოლო პერიოდში ბრატისლავის „სლოვანში“ ფორმის აღსადგენად ვარჯიშობდა.

ვაკო გვილიას „მეტალურგში“, „მინსკში“, „ბატეში“, „ლუცერნში“, „გურნიკში“, „ლეგიასა“ და „რაკუვში“ აქვს ნათამაშები, ასე რომ პოლონეთის ჩემპიონატს ძალიან კარგად იცნობს. საქართველოს ნაკრებში გვილიას 44 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

„პიასტი“ პოლონეთის ექსტრაკლასაში 25 ქულით მე-14 ადგილზეა, პარალელურად კი, პოლონეთის თასის ნახევარფინალშიცაა გასული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120646