ფეხბურთი

16:18 | 8.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდე ნაკრები, კალენდარულ წელს თურქეთთან მატჩით დაიწყებს

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, კალენდარულ სეზონს 22 მარტს, თურქეთის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩით დაიწყებს. მარტის სანაკრებო პაუზის პირველ შეხვედრას, სტამბოლის აზიურ ნაწილში მდებარე, პენდიკის სტადიონი უმასპიძნძლებს.

სტამბოლის შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდი გიბრალტარში გაემგზავრება სადაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ორივე შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფში, ჩვენი ახალგაზრდული 10 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ხოლო მესამე ადგილოსან შვედეთს 7 ქულა აქვს.

22 მარტი | თურქეთი V საქართველო | 21:30
26
მარტი | გიბრალტარი V საქართველო | 20:00

nakrebi.ge

0.133079