„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ევროპა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში „სპარტასთან“ თავისი გუნდის გამანადგურებელ გამარჯვებაზე ისაუბრა. შეხვედრა პრაღაში, „ლეტნას“ სტადიონზე გაიმართა და მერსისაიდელთა გამარჯვებით 5:1 დასრულდა.
„სპარტამ” გარისკა და ჩვენ დავსაჯეთ. ლამაზი გოლები გავიტანეთ. კარგი შანსები იდევ გვქონდა, თუმცა ეს მატჩი იოლი არ იყო, სხვაგვარ სცენარს არც ველოდით. ახლა შინ მშვენიერი განწყობით მივემგზავრებით. შვიდ დღეში კვლავ შევხვდებით", - ციტირებს კლოპის სიტყვებს „ლივერპულის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
საპასუხო მატჩი ლივერპულში, „ენფილდზე“ 14 მარტს გაიმართება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.