ჩოგბურთი

18:55 | 7.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ინდიან უელსის ტურნირიდან მოიხსნა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ ინდიან უელსის (აშშ) მასტერსის ტურნირზე არ იასპარეზებს. ამის შესახებ 37 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა ტვიტერზე დაწერა.

„დიდი მწუხარებით უნდა დავტოვო ეს საოცარი ტურნირი ინდიან უელსში. ყველამ იცის, რამდენად მიყვარს ეს ადგილი და როგორ მსიამოვნებს აქ თამაში. ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც უდაბნოში ძალიან ადრე ჩავედი სავარჯიშოდ და მოვემზადე.

ვიმუშავე და ვივარჯიშე და ყველამ იცით, რომ ამ შაბათ-კვირას ტესტიც ჩავაბარე, მაგრამ თავს მზად არ ვგრძნობ, რომ ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე უმაღლეს დონეზე გამოვიდე. ეს არ არის ადვილი გადაწყვეტილება, რთულია, მაგრამ საკუთარ თავს და ათასობით გულშემატკივარს ვერ მოვატყუებ. ყველა მომენატრეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ტურნირი დიდი წარმატებით ჩაივლის“, - წერს ნადალი.

ინდიან უელსის ტურნირის პირველ ტურში ნადალს კანადელ მილოშ რაონიჩთან უნდა ეთამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112468