ფეხბურთი

13:16 | 7.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბელინგემმა ჩემპიონთა ლიგაში მბაპეს მიღწევა გაიმეორა

მადრიდის „რეალის" ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი „სამეფო კლუბში“ გადასვლის პირველივე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის პირველ ექვს მატჩში სასარგებლო ქმედებებით (გოლი, პასი) გამოირჩა.

გასული 20 წლის განმავლობაში, ტურნირის ექვს მატჩში მხოლოდ სამმა მოთამაშემ მოახერხა ასეთი შედეგის მიღწევა ახალი გუნდისთვის: კილიან მბაპემ პსჟ-ში, არტიომ ძიუბამ „ზენიტში“ და სებასტიენ ალერმა „აიაქსში,“ - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Opta.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის „რეალმა“ „ნაპოლისთან“, „ბრაგასთან“ და „უნიონთან“ ჯგუფში ყველა მატჩი მოიგო და ტურნირის ფლეი - ოფში პირველი ადგილით გავიდა.

მერვედფინალის ეტაპზე „რეალმა" გერმანულ „ლაიპციგს“ საერთო ანგარიშით 2:1 მოუგო.

0.120874