ინგლისური ჩემპიონშიფის 36-ე ტურში „უოტფორდმა“ „სუონსის“ უმასპინძლა. მატჩი 1:1 დამთავრდა.
გიორგი ჩაკვეტაძე 43-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე ტრავმირებული კენ სემას ნაცვლად და თითქმის მაშინვე მიიღო ყვითელი ბარათი. ამ დროს მასპინძლები 0:1 აგებდნენ. 57-ე წუთზე კი ქართველმა საგოლე გადაცემა შეასრულა: მის კუთხურს ვესლი ჰუდტის გამათანაბრებელი მოჰყვა.
ჩვენთვის კი სასიხარულო ის არის, რომ გიორგის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და სანაკრებოდ მზად იქნება.
36 მატჩის შემდეგ „უოტფორდი“ 45 ქულით სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.