ფეხბურთი

21:52 | 6.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„თელავი“ – „დინამო“ თბილისი 4:0

დღეს, 6 მარტს, ეროვნული ლიგის მეორე ტურის სამი მატჩი გაიმართა. „იბერიამ“ სტუმრად სძლია „ტორპედოს“ (2:3), „სამტრედიამ“ და ფოთის „კოლხეთმა“ 1:1 ითამაშეს.

თელავში კი „თელავმა“ პატარა სასწაული მოახდინა - ჩვეულებრივ უხერხულ მეტოქეს, თბილისის „დინამოს“ 4:0 მოუგო. საინტერსოა, რომ კახელებს კიდევ შეეძლოთ გატანა და დამსახურებულად გაიმარჯვეს. „დინამოს“ დაცვა კი კრიტიკას ვერ უძლებდა.

გოლები დაჩი ცნობილაძემ (მე-10 წთ), თორნიკე მორჩილაძემ (23), თორნიკე ახვლედიანმა (45+1) და გიორგი ხაბულიანმა (83) გაიტანეს.

ამ გამარჯვების წყალობით „თელავმა“ სეზონში პირველი სამი ქულა მოიპოვა და მეორე საფეხურზე დადგა. ასევე სამქულიანი „დინამო“ კი მეექვსე დგილზეა, ბურთების უარესი ბალანსის გამო.

ერთპიროვნული ლიდერი კი ექვსქულიანი „იბერია 1999“-ია.

0.11622