ფეხბურთი

22:25 | 5.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ფეხბურთელი: "კვარაცხელიას აღარ უწევს რაღაცის შესაქმნელად 5 კაცის მოტყუება"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო ფლორო ფლორესმა განაცხადა, რომ ფრანჩესკო კალცონამ „ნაპოლის“ თამაში მოკლე დროში შეცვალა.

მან ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა, რომელიც მისი აზრით, ვალტერ მაძარის დროს მეტოქის კარიდან ძალიან შორს მოქმედებდა.

„ნაპოლის“ თამაშს გაუმჯობესება სჭირდება, მაგრამ ხარისხი ახლა უკეთესია, მიუხედავად იმისა, რომ დაცვიდან შეტევის მშენებლობა რისკებს შეიცავს. ჩვენ ვხედავთ იმას, რაც არ გვინახავს მაძარის დროს. კვარაც დაბრუნდა, ახლა მას აღარ უწევს ბურთის მიღება კარიდან 35 მეტრში და შემდეგ რაღაცის შესაქმნელად 5 მეტოქის მოტყუება. ცხადია, რომ ბევრი რამ შეიცვალა“, - თქვა ფლორო ფლორესმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118054