კარლ-ჰაინც რუმინეგემ „ბოლონიას“ თავდამსხმელის, ჯოშუა ზირკზეს შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არ იცის, დაიბრუნებს თუ არა, „რეკორდმაისტერი“ ნიჭიერ ფეხბურთელს 40 მილიონ ევროდ.
„როდესაც ფლიკი მოედანზე უშვებდა, ის ყოველთვის მნიშვნელოვან გოლს იტანდა: არა თამაშის მეოთხე ან მეხუთე გოლს. „ბაიერნში“ მას ერთადერთი იმაში არ გაუმართლა, რომ მასზე წინ ლევანდოვსკი იყო.
40 მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტის გააქტიურება? არ ვიცი გააქტიურდება თუ არა, არ მინდა გავლენა მოვახდინო ჩვენს ახალ სპორტულ დირექტორ მაქს ებერლზე“, - თქვა რუმენიგემ.
შეგახსენებთ, რომ ჯოშუა ზირკზემ „ბაიერნის“ მაისურით 17 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. შემდეგ ის „პარმაში“ გადავიდა (4 უგოლო მატჩი), მერე იყო "ანდერლეხტში" (47 თამაში, 18 გოლი) ხოლო გასული სეზონიდან „ბოლონიაში“ ირჯება (50 მატჩი, 13 გოლი) და წელს ძალიან კარგი სეზონიც აქვს. მას გრანდებს უკავშირებენ, მათ შორის „მილანს“. თუმცა, „ბაიერნს“ აქვს უპირატესობა, რომ 40 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში ნიდერლანდელი ფეხბურთელი დაიბრუნოს, იმის მიუხედავად, სხვა გუნდები რამდენს შესთავაზებენ „ბოლონიას“.