ფეხბურთი

17:05 | 5.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ტურის სიმბოლურში მოხვდა

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ცნობილმა გამოცემა Goal.com-მა გამოარჩია.

კვარაცხელიამ სერია A-ს ბოლო ტურში ტურინის „იუვენტუსთან“ გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ გამარჯვებაში დაეხმარა.

„იუვეს“ წინააღმდეგ პირველივე წუთებიდან გამოჩნდა, რომ მისი საღამო იყო, მაგრამ წუთების გასვლასთან ერთად უფრო მოუმატა. ბევრი კარგი რამ გააკეთა, მათ შორის გოლი, რომლითაც ანგარიში გახსნა და პირველი ტაიმის ბოლოს „სტადიო მარადონამ“ იფეთქა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113363