რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ განაცხადა, რომ სერია A მხოლოდ პრემიერლიგას ჩამორჩება, ისიც იმიტომ, რომ ინგლისური კლუბები ფინანსურად უფრო ძლიერები არიან. თუმცა, სარი ფიქრობს, რომ სხვა ჩემპიონატებზე უკან სერია A არ არის.
„იტალიურმა ფეხბურთმა რთული პერიოდი გამოიარა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სერია A ყველაზე ცუდი ჩემპიონატია. ჩვენ პრემიერლიგას ჩამოვრჩებით ეკონომიკურად, მაგრამ სხვებზე უკან არ ვართ. ცხადია, არის ჩემპიონატები, სადაც ტოპ გუნდები თამაშობენ, ორი-სამი ესპანეთში, ერთი საფრანგეთში, ორი გერმანიაში, მაგრამ საშუალო დონის მიხედვით მათი არ უნდა გვშურდეს“, - თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „ლაციო“ დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სტუმრად მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდება, რომელსაც პირველი მატჩი 1:0 მოუგო.