ფეხბურთი

10:27 | 5.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ფეხბურთელი: "კვარაცხელია და ოსიმენი "ნაპოლიზე" უკეთეს გუნდს ვერ იპოვიან"

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანი იმპროტამ ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენს ურჩია, რომ „ნაპოლი“ არ დატოვონ.

როგორც მან თქვა, ფეხბურთელებისთვის „ნაპოლი“ იდეალური კლუბია და არ არსებობს მიზეზი, რის გამოც მათ გუნდი უნდა დატოვონ.

„ფეხბურთელმა „ნაპოლი“ რატომ უნდა დატოვოს? აქ მათ ყველაფერი აქვთ, რატომ უნდა წავიდნენ? ფეხბურთელმა „ნაპოლი“ მხოლოდ ფულის გამო შეიძლება დატოვოს, მაგრამ მე ამის გამოც არ წავიდოდი. ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიცაა, ეკონომიკური ასპექტი არ არის მნიშვნელოვანი. აქ ისინი გრძნობენ სიყვარულს, ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, როგორიც სხვაგან არსად იქნებიან“, - თქა იმპროტამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101365