ფეხბურთი

1:46 | 5.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" ზედიზედ მე-12 მოგება და 15-ქულიანი უპირატესობა სერია A-ში

სერია A-ს 27-ე ტური „ინტერის“ და „ჯენოას“ მატჩით დასრულდა, რომელშიც მასპინძლებმა 2:1 მოიგეს და ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგეს.

„ნერაძურიმ“ პირველ ტაიმში 8-წუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანა. ჯერ ანგარიში კრისტიან ასლანიმ გახსნა, ხოლო შემდეგ ალექსის სანჩესმა ძალიან საეჭვო პენალტით სხვაობა გააორმაგა.

მეორე ტაიმის სტარტზე გენუელებმა იოჰან ვასკესის გოლით სხვაობა შეამცირეს და მეტოქე აანერვიულეს კიდეც, მაგრამ მეტი ალბერტო ჯილარდინოს გუნდმა ვერ მოახერხა და უქულოდ დარჩა.

„ინტერმა“ 2024 წელს 12 მატჩი ჩაატარა და ყველა მოიგო. სხვათა შორის, მილანელებმა ბოლოს სწორედ „ჯენოა“ ვერ დაამარცხეს, სტუმრად გასული წლის 29 დეკემბერს (1:1).

„ინტერი“ სერია A-ს უდიდესი უპირატესობით ლიდერობს და „იუვენტუსს“ 15 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111705