საქართველოს ქალთა ჩემპიონატის გამარჯვებულმა „ლანჩხუთმა“ ახალი სეზონის წინ ამერიკელი ლეგიონერები დაიმატა.
გურულების რიგებს კელი გიდესი და ჰანა რასელი შეუერთდნენ. გიდესი ბოლოს ავსტრალიურ „მიჩელტონში“ თამაშობდა, ხოლო რასელი „ოკლენდის“ ღირსებას იცავდა.
შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთმა“ გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონატი დაუმარცხებლად მოიგო.