პსვ ეინდჰოვენის ფეხბურთელმა ირვინგ ლოზანომ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგები სეზონის წინ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების ნაყოფია.
„ნაპოლის“ წლევანდელი შედეგები სეზონის წინ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების ნაყოფია. ჩემს შემთხვევაში სურდათ ხელფასის შემცირება და კიდევ იყო რაღაც, არასასიამოვნო. „ნაპოლის“ კარგი ფეხბურთელები ჰყავს და თუ მოუმატებენ, ოთხეულში შესვლა შეუძლიათ“, - თქვა ლოზანომ.
შეგახსენებთ, რომ ირვინგ ლოზანო „ნაპოლიში“ 2019-2023 წლებში თამაშობდა და 155 შეხვედრაში 30 გოლის გატანა მოახერხა.