ფეხბურთი

19:11 | 4.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონაში" შესაძლოა ლუის ენრიკე დაბრუნდეს

„ბარსელონა“ მომდევნო სეზონისთვის ახალ მწვრთნელს ეძებს, რადგან გადაწყვეტილია, რომ ჩავი გუნდს დატოვებს.

როგორც Cadena Ser-ი იტყობინება, „პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელი ლუის ენრიკე განიხილება ჩავის შემცვლელად. წყაროს თანახმად, კლუბის სპორტული დირექტორი დეკუ უკვე დაუკავშირდა ლუის ენრიკეს, რომელიც „ბარსას“ კარგად იცნობს. მას პსჟ-სთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.

ლუის ენრიკეს გარდა, „ბარსელონას“ სიაში არიან რობერტო დე ძერბი და ჰანსი ფლიკიც.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე „ბარსელონაში“ 1996-2004 წლებში თამაშობდა (300 მატჩი, 109 გოლი), ხოლო მთავარ მწვრთნელად 2014-2017 წლებში იმუშავა და გუნდს 2015 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა. ესპანელს "რომაში", ვიგოს "სელტასა" და ესპანეთის ნაკრებშიც აქვს ნამუშევარი.

0.124299