„სასუოლოს“ და იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა დომენიკო ბერარდიმ მძიმე ტრავმა მიიღო და არათუ, სეზონი დასრულდა მისთვის, არამედ ევროპის ჩემპიონატზეც ვერ ითამაშებს.
ბერარდის ტრავმის გამო ორი თვე გაუცდა და მოედანზე გუშინ „ვერონასთან“ დაბრუნდა, მაგრამ ამ შეხვედრაში კიდევ ერთი დაზიანება მიიღო. როგორც გაირკვა, მას აქილევსის მყესის ტრავმა აქვს და უკვე გაირკვა, რომ ევროპის ჩემპიონატამდე ვერ გამოჯანმრთელდება.
დომენიკო ბერარდიმ მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 9 გოლი გაიტანა, იტალიის ნაკრებში კი, 27 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი და 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.