რაგბი

11:39 | 2.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | არწივები 19:19 ყაზბეგი

დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშების მე-16 ტურში მეორე ფრე დაფიქსირდა. ფოთის „პარკი არენაზე“ ოზურგეთის ‘არწივებისა’ და სფენწმინდის ‘ყაზბეგის’ დაძაბული შეხვედრა 19:19 დასრულდა.

ვერმოგებამ ‘ყაზბეგს’ ფლეი ოფში შესვლის შანსები შეუმცირა. გუნდს ახლა 33 ქულა აქვს და 4-ით ჩამორჩება მე-6 პოზიციაზე მყოფ რუსთავის ‘ხარებს’, რომელიც ტურის მატჩს კვირას გამართავს. ‘არწივებს’18 ქულა მოუგროვდა და მისი მდგომარეობა უცვლელი დარჩა. მე-9 პოზიციაზე მყოფი დებიუტანტი პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან ფლეი ოფს ითამაშებს.

პირველ ტაიმში გუნდებმა თითო გარდასახული ლელო გაცვალეს. ანგარიში გიორგი ბეჟანიძემ გახსნა, როდესაც რაქიდან ძალისმიერ სტილში შეუტია. ბახვა კობახიძემ გარდასახვით მასპინძლებს კიდევ 2 ქულა შესძინა. 32-ე წუთზე ოზურგეთელებმა რაქიდან გამოვარდნილი ბურთი საკუთარ 22-ში ვერ დაიმორჩილეს, ლელოში შეუშვეს იქ ის მათე ჩქარეულმა დაამიწა. დავით მოძღვრიშვილმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

48-ე წუთზე ‘არწივებმა’ მეტოქის 22-ში ჯარიმის ნაცვლად შერკინება ირჩია, იქიდან ხელით კარგი კომბინაცია გაითამაშა და რანგატას პასით ნიკა გრძელიძემ ლელო გაიტანა. კობახიძემ რთული პოზიციიდან გარდასახა. ‘ყაზბეგმა’ 5 წუთში მოლით და ვაჟა მაისურაძის ლელოთი უპასუხა, ხოლო მოძღვრიშვილმა გარდასახვით ანგარიში კვლავ გაათანაბრა.

ტაიმის შუაში გიორგი სირაძე და ნიკა ბაგაშვილი წაკამათდნენ ორივე წითელი ბარათით დაისაჯნენ. სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ და 63-ე წუთზე მოლის შემდეგ ლელო ლევან ჭავჭავაძემ გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. ამის შემდეგ ‘არწივები’ გააქტიურდა და 76-ე წუთზე ხელით კარგად გათამაშებული კომბინაცია რანგატას ლელოთი დასრულდა, რომელმაც ერთი-ერთზე მბოჭავი დაჩაგრა. რანგატა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მარვინ ფრედერიქსის გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა ოზურგეთელებს დარჩენილ დროში ორი სალელოვე შანსი ქონდათ და რომელიმე რომ გამოეყენებინათ, თამაშს მოიგებდნენ, ასე კი გუნდებმა 2-2ქულა გაიყვეს – 19:19.

RUGBY.GE

0.113723