ფეხბურთი

11:46 | 29.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი „საუთჰემპტონთან“ გამარჯვების შესახებ

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შეაქო თავისი გუნდის თამაში ინგლისის მერვედფინალურ მატჩში „საუთჰემპტონთან“ გამარჯვების (3:0) შემდეგ.

გოლები 18 წლის ფეხბურთელებმა გაიტანეს. ანგარიში დებიუტანტმა ლუის კუმასმა გახსნა, ჯეიდენ დანსმა კი დუბლი მიითვალა.

„წარმოუდგენელი თამაში იყო. „საუთჰემპტონი“ ძალიან ძლიერი გუნდია, ეს ყველამ ვნახეთ. პირველ ტაიმში ჩვენმა ნახევარდაცვამ პრესინგისთვის შესაფერისი დრო ვერ შეარჩია - ფეხბურთელები ცდილობდნენ ინსტრუქციის შესრულებას, მაგრამ ეს გართულდა. მეტოქეებს შანსები ჰქონდათ, ამიტომ ბევრი სირბილი მოგვიწია. კელეჰერის მოგერიებები ძალიან გვჭირდებოდა.

ყველაფერი ვცადეთ მანამ, სანამ მშვენიერი პირველი გოლის გატანა მოვახერხეთ. ჩვენ გვჭირდებოდა გამოსავლის პოვნა, რაც საბოლოოდ მოვახერხეთ. მეორე ტაიმი მართლაც ბევრად უკეთ წარვმართეთ“, - ციტირებს კლოპის სიტყვებს ITV.com.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდება.

0.113831