ესპანეთის თასის ნახევარფინალში „სოსიედადმა“ „მალიორკას“ უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა, საბოლოოდ კი, ფინალის საგზური სტუმრებმა მოიპოვეს.
„ბასკებს“ პირველი ტაიმის ბოლოს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ ბრაის მენდესმა პენალტი ვერ გაიტანა. 50-ე წუთზე კი გონსალესის გოლით „მალიორკა“ დაწინაურდა. „სოსიედადმა“ 20 წუთში მიკელ ოიარსაბალის გოლით შეძლო ანგარიშის გათანაბრება.
ძირითად დროში არაფერი შეცვლილა, ისევე როგორც დამატებით დროში, რის შედეგადაც გამარჯვებული პენალტების სერიაში გაირკვა. „მალიორკამ“ 5-დან 5 პენალტი ზუსტად შეასრულა, ხოლო „სოსიედადის“ მხრიდან ერთადერთი შეცდომა ოიარსაბალმა დაუშვა.
„მალიორკა“ ესპანეთის თასის ფინალში „ატლეტიკოსა“ და „ბილბაოს“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. ნახევარფინალის პირველი მატჩი ბასკებმა მადრიდში 1:0 მოიგეს.