ფეხბურთი

0:21 | 28.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებთა მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია.

ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს ონლაინ რეჟიმში დაიწყო და როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, ყველა ბილეთი 24 საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებთა მატჩი 21 მარტს, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116116