17 წლის ეთან მბაპე, რომელიც კილიან მბაპეს უმცროსი ძმაა, შესაძლოა უფროსი ძმის კვალად პსჟ-დან მადრიდის „რეალში“ გადავიდეს - გვამცნობს El Chiringuito.
ეთანი ცენტრალური მცველისა და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციებზე თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან პსჟ-ის ახალგაზრდულ გუნდში 22 მატჩი ჩაატარა, ხუთი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელმა პსჟ-ს ძირითად გუნდში სამ მატჩში ითამაშა.
შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 25 წლის კილიან მბაპე მადრიდის „რეალთან" კონტრაქტის საბოლოო დეტალებს აზუსტებს. შეთანხმება ძალაში 2024 წლის 1 ივლისს შევა. მადრიდელებს სურთ მბაპეს ხელმოწერის პროცესი უახლოეს კვირებში დაასრულონ, მაგრამ მისი ტრანსფერის შესახებ მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ გამოაცხადებენ.