ფეხბურთი

13:14 | 27.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ" დანი ალვეშს კლუბის ლეგენდის სტატუსი ჩამოართვა

„ბარსელონამ“ დანი ალვეშს კლუბის ლეგენდის სტატუსი ჩამოართვა, მას შემდეგ, რაც ბრაზილიელს გაუპატიურებისთვის 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - წერს Sport.es.

წყაროს ცნობით, კლუბი ფრთხილობდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას, იცავდა ბრაზილიელის უდანაშაულობის პრეზუმფციას და ფეხბურთელი მხოლოდ განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ მოკვეთა.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ალვეშს მიესაჯა 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დაეკისრა დაზარალებულისთვის მორალური კომპენსაციის სახით 150 ათასი ევროს გადახდა. იანვარში ბრაზილიელს ბარსელონას ღამის კლუბ Sutton-ში 23 წლის გოგონას გაუპატიურების გამო ბრალი წაუყენეს. 20 იანვარს ყოფილი ფეხბურთელი დააკავეს.

ბრაზილიელმა მცველმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 408 მატჩი ჩაატარა. ექვსჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ოთხჯერ ქვეყნის თასი და სამჯერ სუპერთასი. ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მცველმა ორჯერ მოიგო ამერიკისა და კონფედერაციის თასები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113401