ფეხბურთი

12:39 | 27.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა ჩაბი ალონსოს ლევერკუზენის „ბაიერში“ მუშაობას აფასებს

„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ შეაქო „ბაიერის" მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს მუშაობა ლევერკუზენურ კლუბში.

„ჩაბი ალონსო ფანტასტიკურ საქმეს აკეთებს. „ბაიერი“ ბუნდესლიგის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია. ისინი ტიტულისთვის „ბაიერნს“ ებრძვიან. ახლა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. წესით, ჩემპიონობა უნდა მოიგონ, მაგრამ შეიძლება დამარცხდნენ, თუ ჩათვლიან, რომ ყველაფერი უკვე დასრულებულია!” - ციტირებს ტვიტერზე გვარდიოლას სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსო ლევერკუზენის „ბაიერს“ 2022 წლიდან ხელმძღვანელობს. მიმდინარე სეზონში გერმანიის ჩემპიონატის 23 ტურის შემდეგ, „ბაიერი,“ ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, 61 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერობს. „ბაიერნი“ მეორე ადგილზეა. მიუნხენურ კლუბს 53 ქულა აქვს.

0.113691