კალათბურთი

0:39 | 27.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯიკიჩი: "ზოგიერთმა მოთამაშემ იმედი გამიცრუა, მაგრამ სახელებს ვერ გეტყვით"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა სერბეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ზოგიერთი კალათბურთელის თამაში მოეწონა, მაგრამ ზოგის - არა.

„მადლობა გიორგი ცინცაძეს. მან სცადა, რომ სანაკრებო კარიერა კარგ ხასიათზე დაესრულებინა, სამწუხაროდ არ გამოვიდა. გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ ზოგიერთი კალათბურთელი კონცენტრაციის მხრივ არ მომეწონა. მხოლოდ მონდომება არ არის სერბეთისნაირი გუნდების დასამარცხებლად საკმარისი. არ დავასახელებ გვარებს, მაგრამ ზოგიერთმა მოთამაშემ ვერ გაამართლა ჩვენი მოლოდინი. ამას საკუთარი თავის გასამართლებლად არ ვამბობ, ეს არ არის ჩემი სტილი. ზოგიერთი ახალწვეულით კმაყოფილი ვარ, ეს 14 კალათბურთელი ივნისის სანაკრებო სიაშიც იქნებიან. დარწმუნებული ვარ, მალე უკეთ ვითამაშებთ. ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ვიბრძოლებთ, ყოველ შემთხვევაში, მე არ დავნებდები, ეს ჩემი სტილი არაა.

ჯო ტომასონთან გვექნება მეტი დრო სამუშაოდ და უკეთ მომზადებისთვის, დარწმუნებული ვარ, ეს შედეგს გამოიღებს. შერმადინი? როცა ახალ სისტემას შეეგუება, უკეთ ითამაშებს. დანიასთან ბოლო პერიოდში დაცვაში ისე ცუდად ვითამაშეთ, რომ არასდროს მინახავს, ეს უცნაურია, თუმცა, ახლა უკეთეს გუნდთან უკეთ ვითამაშეთ“, - თქვა ჯიკიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის მერე ჯგუფში სერბეთი უდანაკარგოდ ლიდერია, დანიას და ფინეთს თითო მოგება/წაგება აქვთ, ხოლო საქართველო ჯერჯერობით, უქულოდ ბოლო ადგილზეა.

საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის მომდევნო ტურში 21 ნოემბერს, ფინეთს ესტუმრება, თუმცა, მანამდე ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა, სადაც ლატვიისა და ფილიპინების ნაკრებებს გაეჯიბრება.

0.117144