ფეხბურთი

11:08 | 26.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "მესმის გულშემატკივრების, ჩვენც იმედგაცრუებულები ვართ"

„მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ გულშემატკივრების იმედგაცრუების ესმის, რადგან ფეხბურთელებიც ამავე მდგომარეობაში არიან.

„ლიონთან“ მატჩის შემდეგ (1:2) ფანები მოედანზე შეიჭრნენ, ისინი კლუბის პრეზიდენტის და ხელმძღვანელობის მუშაობით უკმაყოფილონი არიან.

„ყველაფერი გავაკეთეთ, მოგება გვინდოდა. ვიგებდით და პირველი ტაიმის ბოლო წამებზე გოლის გაშვება ძალიან არასასიამოვნო იყო. მესმის გულშემატკივრების რეაქცია, ჩვენც იმედგაცრუებულები ვართ“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე 3 გოლით „მეცის“ საუკეთესო თანაბომბარდირია შეიკ საბალისა და აბდუ ჯალოუსთან ერთად, იმის მიუხედავად, რომ 6 თვე სხვა გუნდში თამაშობდა. ქართველს 9 მატჩში 3 გოლის გარდა, 2 საგოლე პასიც აქვს.

„მეცი“ 17 ქულით მე-17 ადგილზეა გასავარდნ ზონაში, ხოლო 3 მარტს, სტუმრად „ნანტის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

0.117181