ფეხბურთი

21:47 | 25.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი: "ჩემი გუნდიდან ის ერთადერთი იყო, ვისაც კვარაცხელიას შეჩერება შეეძლო"

„კალიარის“ მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ „ნაპოლისთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისი გუნდიდან ნაჰიტან ნანდესი ერთადერთი იყო, ვისაც ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერება შეძლო.

„თამაშით კმაყოფილი ვარ. „ნაპოლიმ“ გოლი ჩვენი შეცდომით გაიტანა, მაგრამ საბედნიეროდ, მეორე გოლი ვერ გაიტანეს. ჩვენი პუბლიკა დაგვეხმარა და დამსახურებულად გავათანაბრეთ.

ნანდესი? ის ისევ კვარას წინააღმდეგ ვათამაშე, რადგან ერთადერთი იყო, ვისაც მისი შეჩერება შეეძლო“, - თქვა რანიერიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ყველა ტურნირზე 33 შეხვედრაში 6 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში.

„ნაპოლის“ გასვლაზე 3 თვეა თამაში არ მოუგია, მას მერე, რაც 25 ნოემბერს „ატალანტა“ დაამარცხა. მას მერე 7 საგარეო მატჩში 2 ფრეს გამორჩა და 5-ჯერ წააგო. ამ შვიდ მატჩში კი, გოლი მხოლოდ ორ შეხვედრაში გაიტანა. „ნაპოლი“ 37 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩი 28 თებერვალს, სტუმრად „სასუოლოსთან“ ელოდება.

0.133621