„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ძალიან მჭიდრო კალენდარია და ასეთი გრაფიკით მხოლოდ მისი გუნდი თამაშობს. გარდა ამისა. „ბორნმუთთან“ მატჩის შემდეგ მან გამარჯვების გოლის ავტორი ფილ ფოდენი შეაქო.
„დიდი მადლობა კალენდრისთვის! ეს უკვე მეტისმეტია, მაგრამ ბიზნესი უნდა გაგრძელდეს. ვაღმერთებ ჩემს ფეხბურთელებს, ისინი სუპერკაცები არიან, ყოველ სამ დღეში თამაშობენ. ჩვენ ყველაზე მეტი თამაშის ჩატარება გვიწევს. ჩვენმა ფანებმა ბიჭებით უნდა იამაყონ, არ ვიცი, რა მოხდება სეზონის ბოლოს, მაგრამ მათთან ახლოს ვიქნები.
ფოდენი? ის უკვე გახდა უმაღლესი დონის ფეხბურთელი. მანამდე პატარა ბიჭი იყო და ახლა მსოფლიო კლასის ფეხბურთელია, ძალიან მაგარია, ყველგან თამაში შეუძლია“, - თქვა გვარდიოლამ.