ფეხბურთი

22:11 | 24.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

3-თვიანი პაუზის შემდეგ გაბრიელ სიგუა მოედანზე დაბრუნდა და გოლი გაიტანა (+VIDEO)

შვეიცარიის სუპერლიგის 25-ე ტურში „ბაზელმა“ სტუმრად „ივერდონი“ 2:1 დაამარცხა, ერთი გოლი კი გაბრიელ სიგუას აქტივშია.

ქართველი ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა და ნოემბრის შემდეგ პირველად ითამაშა, თანაც ძირითადი შემადგენლობიდან. 30-ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 7 წუთის შემდეგ მეტოქის კარი დალაშქრა და ანგარიში გახსნა. გაბრიელი მოედანზე 61-ე წუთამდე იყო.

ეს მისი მესამე გოლია შვეიცარიის ჩემპიონატში (10 მატჩში), საიდანაც ორი სწორედ „ივერდონს“ გაუტანა, ერთიც - „ციურიხს“. სიგუას ბოლო გოლი ნოემბრით თარიღდებოდა, როცა „ივერდონს“ მაშინ საშინაო მატჩში გაუტანა. მომდევნო ტურში „სერვეტთან“ ქართველი გააძევეს, სწორედ ამ პერიოდში ტრავმა მიიღო და მას მერე პირველად ითამაშა.

„ბაზელი“ 31 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 2 მარტს, „ლოზანას“ უმასპინძლებს.

0.1264