ფეხბურთი

15:13 | 24.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"უდინეზეს" სკაუტი: "კვარაცხელიას ყიდვა "ნაპოლიმდე" გვინდოდა, მაგრამ ვერ შევძელით"

„ნაპოლის“ ყოფილმა მცველმა და ამჟამად „უდინეზეს“ სკაუტმა რობერტო პოლიკანომ აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა მანამდე უნდოდათ, სანამ მას „ნაპოლი“ შეიძენდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს.

„რა თქმა უნდა, კვარაცხელია ძალიან ძლიერია. წინა წლებშიც ასე იყო, მის შესახებ გვითხრეს და გვინდოდა მისი ყიდვა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ არაევროკავშირელებზე ლიმიტის გამო. შემდეგ „ნაპოლიმ“ იყიდა და შესანიშნავად მოიქცა. „უდინეზეს“ ასეთი ტალანტის შესაძენად ბრძოლა დიდ გუნდებთან უჭირს. კვარაცხელიას ნიჭი ყოველთვის შესამჩნევი იყო, „ნაპოლიმ“ კი იყოჩაღა და ყველას დაასწრო“, - თქვა პოლიკანომ.

0.110033