კარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ „ალ-იტიჰადის“ დატოვება არ სურს. როგორც ფრანგმა აღნიშნა, საუდის არაბეთში ბედნიერია და ვინც ამბობს, რომ ბენზემას ევროპაში დაბრუნება სურს, იტყუება.
„დავბრუნდი და ახლა უკეთ ვარ. საუდის არაბეთში ბედნიერი ვარ და არ არის სიმართლე, რომ წასვლა მინდა. არც გალიარდოსთან მაქვს არანაირი პრობლემა, ყველა, ვინც ამბობს, რომ ევროპაში დაბრუნება მინდა, იტყუება. „ალ-იტიჰადში“ ბედნიერი ვარ, არავისთან მაქვს პრობლემა“, - თქვა ბენზემამ.
შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემას მიმდინარე სეზონში „ალ-იტიჰადის“ მაისურით 26 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი.