გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში „ლევერკუზენმა“ „მაინცთან“ რთულ ბრძოლაში მოიგო და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.
ჩაბი ალონსოს გუნდი მესამე წუთზე გრანიტ ჯაკამ ფანტასტიკური გოლით დააწინაურა, რასაც სტუმრებმა ხუთ წუთში უპასუხეს და ანგარიში გაათანაბრეს. „ფარმაცევეტებმა“ 68-ე წუთზე ენდრიხის გოლით მოიგეს, რაც „მაინცის“ მეკარის უხეში შეცდომის დამსახურებაა - 2:1.
„ლევერკუზენმა“ 61 ქულა დააგროვა და უკვე 11 ქულით უსწრებს „ბაიერნს“, თუმცა თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. ნებისმიერ შემთხვევაში, სულ მცირე 8-ქულიან უპირატესობას ალონსოს გუნდი ამ ტურის მერეც შეინარჩუნებს და რაც მთავარია, 23 ტურის თავზეც დაუმარცხებელია.