კალათბურთი

0:35 | 24.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალეკსანდარ ჯიკიჩი: "შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა დანიის ნაკრებთან მარცხის (69:75) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მეტოქემ მოხსნებში უკეთ ითამაშა, რასაც დაკარგვები და შეცდომებიც დაემატა, რამაც წაგება გამოიწვია.

ალეკსანდარ ჯიკიჩი: „პირველ რიგში ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. ყველაფერი მარტივადაა, მეტოქემ მოხსნებში გვაჯობა, ბევრი დაკარგვა გვქონდა და მათ ქულების აღების საშუალება მივეცით. მეორე ტაიმში 47 ქულა ჩაგვიგდეს, რაც მიუღებელია. ჩვენთვის პირველი თამაში იყო და მომდევნო მატჩებში უკეთ უნდა ვითამაშოთ.

გულწრფელად გითხრათ, სერბეთთან მატჩზე ახლა არ ვფიქრობ. ვფიქრობ დანიასთან მატჩზე, რომელიც წავაგეთ და შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და ვისწავლოთ. სერბეთი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ვეცდებით, ისე ვითამაშოთ, როგორც დღეს პირველ ტაიმში, დაცვაში კარგად ვითამაშოთ და მოვლენები გავაკონტროლოთ, ეს ერთადერთი გზაა სერბეთთან წარმატებისთვის“.

გიორგი ოჩხიკიძე: „კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში შეცდომები დავუშვით. ახლა მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ, სადაც ბრძოლა მოგვიწევს. მადლობა მწვრთნელს, რომ თამაშის შესაძლებლობა მომცა, ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტია, როდესაც შენი ქვეყნისთვის თამაშობ, ეს ყველაზე მაღალი მწვერვალია. არ არის კარგი სტარტი, მაგრამ ვეცდებით დაბრუნებას და სხვა მატჩების მოგებას“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 თებერვალს, თბილისში, სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

0.119624