ფეხბურთი

22:45 | 23.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი: "მამაჩემი საიდუმლო აგენტი იყო და თავი მოიკლა"

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მამამისი საიდუმლო აგენტი იყო და თავი მოიკლა.

„მამაჩემი საიდუმლო აგენტი იყო. 20 წლის ვიყავი, როცა თავი მოიკლა. ხშირად ვფიქრობ 16 წლის წინანდელ იმ დღეზე. მამაჩემმა გამოსამშვიდობებელი წერილიც არ დატოვა, არაფერი აგვიხსნა. ეს ოჯახისთვის ნამდვილად ძალიან ცუდი განცდა იყო, მაგრამ მისი ნაბიჯი მაფიქრებინებს, რომ მას სიკვდილი სურდა და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

მამაჩემს თავის სამსახურზე ლაპარაკის უფლება არ ჰქონდა, არ შეეძლო გაეზიარებინა თავისი შიშები, ეს მასზე დიდ წნეხს ახდენდა. ის ძალიან თამამი იყო და მისგან ბევრი ვისწავლე.

20 წლის ვიყავი და ოჯახზე ზრუნვა მომიწია; ყველა საკითხის დალაგება, ყოველდღიური საკითხების, რაზეც ამ ასაკში ნამდვილად არ ფიქრობ; სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, თუნდაც დედაჩემის დასახმარებლად, რომელიც მოულოდნელად მარტო აღმოჩნდა დიდ სახლში მთელი თავისი მოგონებებით“, - თქვა ნაგელსმანმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125489