„ნაპოლისა“ და სლოვაკეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარეკ ჰამშიკმა განაცხადა, რომ „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას სტილის ფეხბურთელები ძალიან უყვართ.
„კვარაცხელია იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც ოცნების საშუალებას გაძლევს. „ნაპოლიში“ უყვართ ასეთი ფეხბურთელების ყურება, როგორც მაგალითად ლავეცი უყვარდათ“, - თქვა ჰამშიკმა.
შეგახსენებთ, რომ მარეკ ჰამშიკი ახლოს იყო „ნაპოლიში“ დაბრუნებასთან ფრანჩესკო კალცონას სამწვრთნელო შტაბში, მაგრამ განაცხადა, რომ ჯერ ამისთვის მზად არ არის.