ფეხბურთი

15:44 | 22.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს სურს, რომ „რეალმა“ ევრო 2024-მდე რონალდუსავით წარადგინოს

პსჟ-ის ფორვარდმა კილიან მბაპემ, რომელიც, სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს ფრანგულ კლუბს დატოვებს, მადრიდის „რეალში" შესაძლო გადასვლის შემდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე" პრეზენტაციის დეტალების განხილვა უკვე დაიწყო - გვამცნობს El Chiringuito.

პირველ რიგში, 25 წლის ფეხბურთელს სურს მადრიდული გუნდის გულშემატკივრებისთვის აუცილებლად წარდგენა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე. ფრანგს არ ადარდებს ის ფაქტი, რომ მისი კონტრაქტი პსჟ-სთან ძალაშია წლეულს 30 ივნისამდე.

მეორეც, კილიანს სურს მოაწყოს პრეზენტაცია იმ სტილში, როგორიც პორტუგალიელმა ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ 2009 წელს მადრიდის „რეალში“ გადასვლის შემდეგ გააკეთა.

მბაპე პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს. 25 წლის ფეხბურთელმა პარიზელებთან ერთად 13 ტიტული მოიგო. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 32 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

0.1148