ფეხბურთი

10:07 | 22.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

მესის და სუარესის საგოლე გადაცემები მაიამის „ინტერს“ MLS-ის პირველი მატჩის მოგებაში დაეხმარა

21-22 თებერვლის ღამეს, MLS-ის რეგულარული სეზონი დაიწყო. პირველ მატჩში მაიამის „ინტერმა“ „რეალ სოლტ ლეიკი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

39-ე წუთზე თავდამსხმელმა რობერტ ტეილორმა არგენტინელი ფორვარდის ლიონელ მესის გადაცემით ანგარიში გახსნა. 83-ე წუთზე კი ნახევარმცველმა დიეგო გომესმა ურუგვაელი ფორვარდის ლუის სუარესის პასით, რომელსაც „ინტერ მაიამიში“ დებიუტი ჰქონდა, ფლორიდულ კლუბის მეორე გოლი გაუტანა.

ლიონელ მესიმ სრული მატჩი ჩაატარა, ლუის სუარესი 90-ე წუთზე შეცვალეს.

„ინტერ მაიამიმ“ სამი ქულა დააგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციის სათავეში მოექცა, „რეალ სოლტ ლეიკი“ ნული ქულით დასავლეთის ცხრილის ბოლო ადგილზე გოლების უარესი სხვაობის გამო დგას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.132674