ფეხბურთი

3:38 | 22.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

კანავარო კვარაცხელიაზე: "თანაგუნდელებს უნდა სცეს პატივი, რომლებიც მასავით ყოველდღე ვარჯიშობენ"

ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელ ფაბიო კანავაროს ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია არ მოეწონა, როდესაც „ბარსელონასთან“ მატჩში მწვრთნელმა 68-ე წუთზე შეცვალა. როგორც კანავარომ აღნიშნა, მან იმ თანაგუნდელებს უნდა სცეს პატივი, რომლებიც მასავით ყოველდღე ვარჯიშობენ.

„თანაგუნდელებსაც უნდა სცე პატივი, რომლებიც მოედანზე შედიან და რომლებიც შენსავით ყოველდღე ვარჯიშობენ. გარდა ამისა, ახალ მწვრთნელს შეიძლება სურდეს შანსი მისცეს დასვენებულ ფეხბურთელებს და მსგავსი დამოკიდებულებები მწვრთნელისთვის ყველაფერს ართულებს“, - თქვა კანავარომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 7 მატჩში მხოლოდ 1 საგოლე პასი აქვს აქტივში, ამ ტურნირზე გოლი კი, ბოლოს 2022 წლის ოქტომბერში გაიტანა. ყველა ტურნირზე კვარას 32 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი, ოთხჯერაც საგოლე პასი გააკეთა.

0.124678