ხვიჩა კვარაცხელიას და „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელის, ფრანჩესკო კალცონას ურთიერთობა იდეალურად არ დაიწყო.
„ბარსელონასთან“ მატჩში იტალიელმა სპეციალისტმა ქართველი 68-ე წუთზე შეცვალა, რაზეც კვარას კარგი რეაქცია არ ჰქონია - გაბრაზდა. ხვიჩა მწვრთნელს რომ არ მისალმებოდა, სათადარიგო სკამს უკნიდან გაუარა და თავის ადგილას ასე მივიდა.
ცხადია, ეს კადრები იტალიურმა მედიამ დააფიქსირა და აქტიურად აშუქებენ მომხდარს.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „ბარსელონასთან“ მარცხს ვიქტორ ოსიმენის გოლით გადაურჩა.