ფეხბურთი

1:33 | 22.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" "ლუთონი" მეორე ტაიმში გატეხა

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში „ლივერპულმა“ „ლუთონს“ უმასპინძლა, რომელსაც დიდი დანაკლისით შეხვდა, მაგრამ გამარჯვება მაინც მოიპოვა.

არადა, იურგენ კლოპის გუნდი მე-12 წუთზე ჩამორჩა ანგარიშში და 56-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ მერე თამაში შეატრიალა. ვირჯილ ვან დეიკმა, კოდი გაკპომ, ლუის დიასმა და ჰარვი ელიოტმა „წითლებს“ მოაგებინეს - 4:1.

„ლივერპულმა“ ამ გამარჯვებით 4 ქულით გაასწრო „მანჩესტერ სიტის“, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

0.123645