„ალ-ნასრმა“ აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში „ალ ფეიჰა“ 2:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
მასპინძლები მატჩის დასაწყისში ოტავიომ დააწინაურა, ხოლო შეხვედრის მიწურულს კრიშტიანუ რონალდუმაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ორი მატჩის ჯამში „ალ-ნასრმა“ 3:0 მოიგო და მეოთხედფინალშია.
ასპარეზობას გამოეთიშა „ნასაფი“, რომელმაც სტუმრად „ალ აინთან“ 1:2 წააგო და ორი მატჩის ჯამშიც ეს ანგარიში დაფიქსირდა. უზბეკური გუნდის რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ჯაბა ჯიღაური და თემურ ჩოგაძე.
აზიის ჩემპიონთა ლიგაზე სამი მეოთხედფინალური წყვილი უკვე ცნობილია:
„ალ აინი“ – „ალ ნასრი“
„ჩონბუკი“ – „ულსანი“
„შანდონ ტაიშანი“ – „იოკოჰამა მარინოსი“
დარჩენილია კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი: „სეპაჰანი“ – „ალ ჰილალის“ წყვილში გამარჯვებული „ნავბაჰორი“ – „ალ იტიჰადს“ შორის უმჯობესს შეხვდება.