მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „ინტერთან“ მატჩის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, საპასუხო შეხვედრაში სასურველი შედეგის მიღწევის იმედი აქვს.
„ინტერი“ ძლიერი გუნდია და ძალიან ბევრი შანსი მივეცით, რაც არ უნდა მომხდარიყო, პირველ ტაიმშიც კინაღამ ისარგებლებს ჩვენი შეცდომით. ისინი კონტრშეტევებზე ძლიერები არიან და რთულდება ყველაფერი, როცა მათ ფლანგებს უთმობ.
ამ დეტალების მიუხედავად კარგად ვითამაშეთ, ისე, როგორც დავგეგმეთ. რამდენიმე მომენტიც შევქმენით, შინ ერთბურთიანი ჩამორჩენით ვბრუნდებით და ბევრი უნდა ვიმუშაოთ საპასუხო მატჩში შედეგის მიღწევა თუ გვინდა. „ინტერი“ ყველა ზონაში კარგად თამაშობს და ყოველთვის სახიფათოა, იმედი მაქვს, საპასუხო მატჩს ამაზე უკეთ ჩავატარებთ. ოპტიმისტი ვარ, მართალია დღეს წავაგეთ, მაგრამ შანსი გვაქვს და ვეცდებით უკეთ ვითამაშოთ“, - თქვა სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „ინტერის“ საპასუხო მატჩი 13 მარტს, მადრიდში გაიმართება.