ვეტერანმა ფეხბურთელმა მასიმო ამბროზინიმ „ნაპოლი“ – „ბარსელონას“ მატჩის წინ ისაუბრა. როგორც მან თქვა, შეხვედრის საკვანძო მოთამაშე შეიძლება ხვიჩა კვარაცხელია იყოს.
„კვარაცხელიას სხვებთან შედარებით რაღაც განსხვავებული აქვს. მას აქვს კარგი ფიზიკური და გადამწყვეტი თვისებები. ბოლო მატჩებში ცდილობდა გუნდის ლიდერობას. ალბათ, ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული სიტუაციების მართვის სწავლა, მაგრამ ყოველთვის რაღაცას მეტს დებს თამაშში. ლიდერის თვისებები აქვს და ამბიციურია“, - თქვა ამბროზინიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ და „ბარსელონას“ მატჩი 21 თებერვალს თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.