სხვა

16:52 | 20.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია გოტფრიდის ოქრო და 2 ვერცხლი ევროპის ჩემპიონატიდან

ანასტასია გოტფრიდის ოქრო-ვერცხლი ევროპის ჩემპიონატიდან. ძალოსანმა ატაცში ოქროს, აკვრასა და ორჭიდში კი ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გოტფრიდმა (+87 კგ.) იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ატაცში სამივე ცდა 111 / 115 / 117 წარმატებით დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და დისციპლინაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

გოტფრიდმა აკვრაში თავი 128 / 133 / 140 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ასევე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ორჭიდში მოგროვილი 257 კილოგრამითაც, შესაბამისად, მთლიანობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

0.123346