სხვა

15:52 | 20.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია გოტფრიდი ევროპის ჩემპიონია

ძალოსანმა ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა!

ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გოტფრიდი (+87 კგ.) ასპარეზობს.

ძალოსანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ატაცში სამივე ცდა 111 / 115 / 117 წარმატებით დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ეს ჩვენი დელეგაციის პირველი ოქრო გახლავთ სოფიაში მიმდინარე ძალოსანთა კონტინენტის პირველობაზე.

შეჯიბრი ამ წუთებშიც გრძელდება.

0.120635