ფეხბურთი

12:48 | 20.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტიმ მოდრიჩი სამწვრთნელო შტაბში მიიწვია

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ 38 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი სამწვრთნელო შტაბში მიიწვია, თუ ის ამ სეზონის ბოლოს სათამაშო კარიერას დასრულებას გადაწყვეტს - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი რამონ ალვარეს დე მონი.

წყაროს ცნობით, ხორვატმა ნახევარმცველმა დააფასა ანჩელოტის წინადადება, მაგრამ მიიჩნევს, რომ მას ჯერ საკმარისი ძალა აქვს საფეხბურთო კარიერის გასაგრძელებლად.

მოდრიჩით ამჟამად ამერიკიდან და საუდის არაბეთიდან არიან დაინტერესებული კლუბები. თავად მოთამაშე სავარაუდოდ ერთ-ერთ ამერიკულ კლუბში თამაშს ამჯობინებს.

შეგახსენებთ, ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოდრიჩი უკმაყოფილოა „რეალში“ მცირე სათამაშო დროით და მადრიდული კლუბიდან წასვლის ვარიანტებს განიხილავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100342