მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „ინტერთან“ მატჩამდე ისაუბრა. მან მეტოქე შეაქო და აღნიშნა, რომ მადრიდის „რეალის“ დონეზეა.
„ინტერი“ ევროპის 4-5 საუკეთესო გუნდში შედის. სერია A-ში მათი შედეგები და ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ თანაბრად თამაში ამაზე მეტყველებს, ჩემი აზრით, მადრიდის „რეალის“ დონეზეა”, - თქვა სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი 20 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.