ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 109 კგ. წონით კატეგორიაში ზაზა ლომთაძემ იასპარეზა.
ძალოსანმა ატაცში მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, 160 / 164 / 167 კგ. დაძლია და მე-7 ადგილზე გავიდა.
ლომთაძემ, აკვრაში თავი 203 კილოგრამს გაართვა და მე-5 ადგილზე გავიდა, იგივე საფეხური ერგო ორჭიდში მოგროვილი 370 კილოგრამითაც.