„ნაპოლის“ ფრანჩესკო კალცონა ჩაიბარებს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი იტალიელ სპეციალისტს პირადად შეხვდა.
წყაროს თანახმად, მხარეებს შორის კონტრაქტი დღეს საღამოს გაფორმდება და ხვალ კალცონა გუნდს პირველად ავარჯიშებს „ბარსელონასთან“ მატჩის წინ. კალცონა სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელია და „ნაპოლიში“ პარალელურად იმუშავებს მიმდინარე სეზონის ბოლომდე.
სხვათა შორის, საუბარი იყო, რომ სტაფში მარეკ ჰამშიკი იმუშავებდა, მაგრამ ცნობილი გამოცემა ამ ცნობას არ ადასტურებს. კალცონას ასისტენტები სინატი და ბენომი იქნებიან.
ფრანჩესკო კალცონა სლოვაკეთის ნაკრებს 2022 წლიდან ავარჯიშებს. მანამდე ის მწვრთნელის ასისტენტი იყო „პერუჯაში“, „ალესანდრიაში“, „სორენტოში“, „ემპოლიში“ და „კალიარიში“. ფრანჩესკო კარგად იცნობს „ნაპოლის“, სადაც 2015-2018 წლებში მაურიციო სარის, ხოლო 2021-2022 წლებში ლუჩანო სპალეტის ასისტენტი იყო.