სხვა

18:46 | 19.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ჩხეიძის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

ირაკლი ჩხეიძის ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატიდან! ძალოსანმა აკვრაში მე-3 ადგილი დაიკავა!

ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 102 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძემ იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ატაცში 168 / 174 კგ. დაძლია და მე-6 ადგილზე გავიდა.

ჩხეიძემ აკვრაში თავი 212 კილოგრამს გაართვა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე დადგა. ორჭიდში მოგროვილი 386 კილოგრამით მე მე-5 ადგილზე გავიდა.

0.115618